იუნესკოს დადგენილებით, მთელ მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება „ფილოსოფიის დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი ტრადიციულად უერთდება ამ თარიღის და 2026 წლის 12-13 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში, ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას. 16-17 ნოემბერს გაიმართება სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია.
კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის შალვა ხიდაშელის (1911-1991) დაბადებიდან 115 წლისთავს.
თეზისების გაფორმების წესი იხილეთ დანართში. ასევე, გთხოვთ, დებულების გათვალისწინებით, საერთაშორისო ბაზების სტანდარტების შესაბამისად (ERIH+, Crossref, Google Scholar და სხვ.), შეავსოთ და გამოაგზავნოთ თქვენი თეზისები.